„უკვდავია ჩვენი სურვილი საქართველოს გაცოცხლებისა და გვწამს, რომ იგი გაცოცხლდება…“

“არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი/ მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი/ როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება” .უფრო მწარედ ამოთქმა საკუთარი განცდებისა შეუძლებელია, სტრიქონების ავტორი პაოლო იაშვილია – ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი  „ცისფერი ყანწების“ ორდენის ერთ – ერთი დამაარსებელი და  ამავე სახელწოდების ალმანახის რედაქტორი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოში ლიტერატურული  მიმდინარეობების განვითარებაში. პაოლო პირველი იყო, ვინც ქართველ მწერალთაგან საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა, 1937 წლის 22 ივლისს რეჟიმის დაუოკებელი მძვინვარებისაგან სასოწარკვეთილმა პოეტმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. „არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვის მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა, ღირსება შემატა და ჩვენ, მომდევნო თაობებსაც შეგვიტრუსა წამწამები, არ მოგვასვენა და ჩვენს არჩევანზე, ამ სოფლად ადამიანად ყოფნის, ადამიანად დარჩენის უძნელეს აუცილებლობაზე დაგვაფიქრა…” (გურამ ასათიანი)
საბჭოთა ხელისუფლებამ მკვდარ პოეტს სასამართლო მოუწყო და მისი შემოქმედება აიკრძალა, 50 –იანი წლების ბოლოს კი დანაშაულის არ არსებობის გამო მისი რეაბილიტაცია მოხდაწერილი, რომელსაც პაოლო იაშვილი იოსებ გრიშაშვილს წერს ლიტერატურის მუზეუმშია დაცული და 1916 წლით თარიღდება

იოსებ გრიშაშვილს

ძვირფასო სოსო!

შენი წერილი დღეს გადმომცეს. გმადლობ ფერად სიტყვებისთვის. ბევრი საოცრება დასწერეს ჩვენ წინააღმდეგ, უფრო მეტი სთქვეს და ამბობენ, მაგრამ უკვდავია ჩვენი სურვილი საქართველოს გაცოცხლებისა და გვწამს, რომ იგი გაცოცხლდება…

გრიგოლს გადაეცი, რომ ვცდილობ ლექციის მოწყობას. ყველა დღეები „ოპეტეტას“ აქვს დაჭერილი თეატრში, მაგრამ ვფიქრობ როგორმე ერთი დღის შოვას.

სოსო: თუ ძმა ხარ, ამ წერილის მიღებისთანავე გამომიგზავნე ალმანახის ფული, რადგან შაბათს ვალი მაქვს გასასტუმრებელი და ერთად ერთი შენი იმედი მაქვს. უსათუოდ მალე გამომიგზავნე. დღეს მივეცით თხოვნა გაზეთის შესახებ. სახელად `ფარშავანგი~ დავარქვით.

იყავი მზიური.

შენი პაოლო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები