ქართველი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში მიმდინარე მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის 23-ე გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩემპიონატის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრები დაამარცხა. შავი ფიგურებით პარტიები მოიგეს: ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ.მორიგი გამარჯვება იზეიმეს ქართველმა ვაჟებმაც – მათ სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სლოვაკიის ძლიერი გუნდი დაამარცხეს.

გუნდს გამარჯვების ქულა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ მოუტანა.ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ბაადურ ჯობავამ, ლუკა პაიჭაძემ და გიგა ყუფარაძემ. ჩემპიონატზე  ქალთა 31 და ვაჟთა 34 გუნდი მონაწილეობს და ის 22 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები