SEU-სა და UC Berkeley-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12 ნოემბრიდან, SEU-ს სტუდენტებს ექსკლუზიური  შესაძლებლობა აქვთ სემესტრი ბერკლის კამპუსში გაატარონ და ცოდნასთან ერთად საუკეთესო გამოცდილება დააგროვონ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და UC Berkeley-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

SEU ბერკლის ერთადერთი პარტნიორია საქართველოში და ამ პარტნიორობის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი სემესტრი ისწავლონ  უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში მათთვის სასურველ პროგრამაზე.

კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი, 1868 წელს დაარსდა  და ის, უნივერსიტეტებს შორის. მსოფლიო რეიტინგის უპირობო ლიდერია. ბერკლიში 350-ზე მეტი პროგრამა ისწავლება და მსოფლიოში ყველაზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, ვინც ნობელის პრემიის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები