„LRT“-ს ეთერში მაიკ ჩარლტონის დოკუმენტური ფილმი „Georgia from Above“ გავიდა

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს, ლიეტუვას საზოგადოებრივი მაუწყებლის „LRT“-ს ეთერში ბრიტანელი რეჟისორის, მაიკ ჩარლტონის დოკუმენტური ფილმი „Georgia from Above“ გავიდა.

„დოკუმენტური ფილმი გახმოვანებულია ლიეტუვურ ენაზე და მასში წარმოდგენილია საქართველოს ბუნების ულამაზესი ხედები, პოპულარული ტურისტული მიმართულებები, უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლები და მათთან დაკავშირებული ისტორიები“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები