სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში კლუბებს შორის ევროპის თასის მფლობელია

საფრანგეთის ქალაქ ორლეანში, კლუბებს შორის ევროპის თასი ჩატარდა, როგორც ქალ, ასევე მამაკაც მოფარიკავეთა შორის. ჩემპიონი როგორც მამაკაც, ასევე ქალთა გუნდებს შორის ადგილობრივი, ფარიკაობის კლუბი “ორლეანი”გახდა, რომლის კაცთა გუნდის ლიდერი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახლდათ, “ორლეანმა” ფინალში რუსეთის, ქვეყნის საუკეთესო მოფარიკავეებით დაკომპლექტებულ, კლუბს 45-41 მოუგო.

“ორლეანის” მწვრთნელი კრისტიან ბაუერი გახლავთ, ხოლო სანდროსთან ერთად გუნდში ფრანგები: ბოლად აპიტი, სებასტიენ პატრისი და ჟან-ფილიპ პატრისი იყვნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები