გალაკტიონი 130 – ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა გაიხსნება

17 ნოემბერს გალაკტიონის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, გამოფენა გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” და ლიტერატურის მუზეუმი.

მათი თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიები, დღიურის ჩანაწერები, პირადი წერილები, ნახატები, მემორიალური ნივთები და სხვ.

აქვე გამოიფინება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიას, გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული მწერლის პორტრეტები, ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები, იაკობ ნიკოლაძის ბიუსტი.

გალაკტიონის ტექსტები და ვიზუალური მასალის ანოტაციები წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გამოფენას 17 ნოემბერს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი – ლაშა ბაქრაძე, გახსნის

გამოფენა 2 თვის განმავლობაში რჩება მუზეუმში და ღიაა დამთვალიერებლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები