სპექტაკლი „ფიროსმანი“ ეგვიპტეში საუკეთესო სცენოგრაფიისათვის დაჯილდოვდა

ეგვიპტეში შარმ-ელ-შეიხის კულტურის სასახლეში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა, ფესტივალზე  საქართველო წარადგინა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა თოჯინური სპექტაკლით „ფიროსმანი“ თექვსმეტი ქვეყნის თეატრალური დასს შორის ქართულმა სპექტაკლმა ,,ფიროსმანი“ საუკეთესო სცენოგრაფიის ჯილდო მიიღო.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში “საქართველოში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა” და “შარმ ელ-შეიხის თეატრალურ ფესტივალს” შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი მადლენა გოქსაძე დაესწრო.

სპექტაკლის შესახებ: ერთმოქმედებიანმა თოჯინურმა სპექტაკლმა ,,ფიროსმანი“ გააცოცხლა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. მარტოსული მხატვრის გენია ებრძვის სიდუხჭირეს, უყურადღებობას და იმარჯვებს სიყვარულში, იმ მარადიულ სიყვარულში, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაზე არ არის. სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები