ათენში ქართულ-ბერძნული ორგანიზაციის ინიციატივით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, კინოთეატრ “სტუდიოში“ ემიგრაციის ისტორიაში პირველად, ჩატარდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “დიონისე 2021”.  ეს იყო ინსპირაცია ფართომასშტაბიანი ფესტივალების ჩატარებისა. იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ათენის ქართულ-ბერძნული თეატრალურ-კულტურული ორგანიზაცია “დიონისე” თაკო სამხარაძის ხელმძღვანელობით.ფესტივალზე დაჯილდოვდნენ: ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ხათუნა ბოღრაშვილი/ ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის თამარ ლომიაშვილი/ კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის გიორგი მუსერიძე/კაცის საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის ირაკლი ხონელიძე/საუკეთესო ქორეოგრაფია ნატალია გოგუაძე/ საუკეთესო მუსიკალური გაფორმება თაკო სამხარაძე/ საუკეთესო მხატვრული გაფორმება მიხეილ რატიანი/საუკეთესო რეჟისურა მიხეილ რატიანი/საუკეთესო სპექტაკლი: ნოდარ დუმბაძე “ბოშები”/საუკეთესო ინსცენირება: მირიან ზალოშვილი  პიესა “ჩემი სახლი”

ფესტივალზე მონაწილეობდნენ ქართული და ბერძნული თეატრალური დასები, ასევე გაიმართა ქართველ ემიგრანტთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები