ინფორმაცია ჩიკაგოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ნიუ – იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს, იგეგმება საქართველოს გენერალური საკონსულო თანამშრომლების ვიზიტი ქ. ჩიკაგოში  საკონსულო  მომსახურების გაწევისა და ასევე, ჩიკაგოში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან შეხვედრის მიზნით.

მოქალაქეების მიღება იწარმოებს 2021  წლის 13 ნოემბერს 11:00-დან -16:00 საათამდე, ხოლო საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების ქართულ დიასპორასთან შეხვედრა დაგეგმილია 14 ნოემბერს 12 სთ-ზე.

აღნიშნული ღონისძიებები გაიმართება   ჩიკაგოს წმ. კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის სამრევლოში, “’GORTON COMMUNITY CENTER”-ის მეორე სართულზე.

მისმართი: 400 E Illinois  RD, Lake Forest, IL 60045

მიღების ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პირადობის მოწმობა, ბიომეტრული პასპორტი) ასაღებად შესაბამისი განაცხადის წარდგენა. ასევე, გაეწევათ შესაბამისი კონსულტაცია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების პროცედურების შესახებ.

„საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პირადობის ელექტრონული მოწმობა; ბიომეტრიული პასპორტი )ასაღებად, გთხოვთ წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2) მანი ორდერი ($130 ბიომეტრიული პასპორტისთვის & $30 პირადობის მოწმობისთვის სრულწლოვანი პირისათვის. ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში $65 დოლარის ოდენობის);

3) დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4) ორი (2) დაბეჭდილი პასპორტის ზომის ფოტოსურათი;

5) მუყაოს კონვერტი, წინასწარ გადახდილი თქვენი მისამართით, რითაც დაგიბრუნდებათ გაცემული დოკუმენტი;

6) არასრულწლოვანის შემთხვევაში 16 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის გაცემისათვის უნდა გამოცხადდეს ორივე მშობელი. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის შემთხვევაში, კი სავალდებულოა გამოცხადდეს ერთი მშობელი.

შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 212 922 1722 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: newyork.con@mfa.gov.ge“, –  ნათქვამია საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები