ვილნიუსში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

28 ოქტომბერს, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ვილნიუსში  ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ მარკოზაშვილმა. ამასთანავე, შედგა პრეზენტაცია ქართული ექსკლუზიური ღვინოების, ვაზის ჯიშებისა და ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის შესახებ. სტუმრებმა ღონისძიების ფარგლებში  დააგემოვნეს შეფ-მზარეულის დადუნა ღლონტის მიერ მომზადებული ქართული კერძები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის ღვინის სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ლიეტუველი სომელიეები, იმპორტიორები, ჟურნალისტები და სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები