შვეიცარიაში “ქართული ღვინის ფორუმი” გაიმართება

29-30 ოქტომბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბერნის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინის კომპანიების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კომპანია GeoHaus თანაორგანიზებით, ქ. ბერნში, გაიმართება “ქართული ღვინის ფორუმი”.

აღსანიშნავია, რომ ორდღიანი ღონისძიება წარიმართება საინტერესო ფორმატით, რომელიც მოიცავს ლექცია-სემინარებს, მოკლე ფილმების ჩვენებას, სხვადასხვა ქართული უნიკალური ღვინის ბრენდების პრეზენტაციებსა და გამოფენა-დეგუსტაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები