“ვერცხლის ჰიუგო” საუკეთესო სცენარისთვის – ჩიკაგოში ქართული ფილმი დაჯილდოვდა

ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა. ფილმს “ვერცხლის ჰიუგო” საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა და ლიზასა და გიორგის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ფილმი ქუთაისში გადაიღეს და მასში მთავარ როლებს ანა ქარსელაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ამბროლაძე, ოლიკო ბარბაქაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ 2021 წელს  ბერლინალეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები