ქალაქ ბარიში „ლაღიძის წყალი“ გაიხსნა

19 ოქტომბერს , იტალიაში, ქალაქ ბარიში კაფე-ბარი ”ლაღიძის წყალი” გაიხსნა.გახსნაზე მიწვეული იყვნენ ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური კონსული  ვახტანგ ანდღულაძე და საკონსულოს წარმომადგენლები. კაფე-ბარ „ლაღიძის წყლის“ გახსნას დაესწრნენ ქალაქ ბარის მერი ანტონიო დეკარო, სამხრეთ იტალიაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საპატიო კონსულები.

კაფე-ბარში დასაქმებული არიან ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველები. „ლაღიძის წყალი” სტუმრებს გაუმასპინძლდება სხვადასხვა ქართული პროდუქტით და ასევე, ცნობილი  „ლაღიძის“ გაზიანი სასმელებით.

ცნობილია, რომ 1887 წელს  ქუთაისელ ფარმაცევტს – მიტროფანე ლაღიძეს  გაუჩნდა იდეა, რომ ლიმონათის გასაკეთებლად, ნაცვლად იმპორტული, არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური სიროფები. 1900 წელს „ძმები ლაღიძეების“ ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით. მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. დღეს „ლაღიძის წყლები“ აწარმოებს სხვადასხვა ნატურალური არომატის წყლებს და ერთ ერთი გამორჩეული ქართული ბრენდია მსოფლიოში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები