ფრანკფურტში ბელა ჩეკურიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

21 ოქტომბერს ფრანკფურტში ბელა ჩეკურიშვილის წიგნის ,,ჯაჭვებიანი კარუსელი” პრეზენტაცია Open Books-ის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, ღონისძიებას მოდერაცია მანფრედ მეცნერმა გაუწია.

ბელა ჩეკურიშვილის წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამომცემლობის „Wundernhorn“ მიერ გამოიცა, მთარგმნელი ნორბერტ ჰუმელტია

ბელა ჩეკურიშვილის ლექსები შესულია: ქართველ პოეტთა გერმანულენოვან კრებულში “Aus der Ferne“ (გამომცემლობა “Corvinus presse Berlin”, 2015.), ქართული პოეზიის ანთოლოგიაში „Ich aber will dem Kaukasos zu…“ (გამომცემლობა “Pop-Verlag“, 2015.), ქართულ-ინგლისურ ანთოლოგიაში „ქართველი პოეტი ქალები“ (2016). ლექსი „ჩვენ, ვაშლის ხეები“ შევიდა გერმანული პოეზიის ანთოლოგიასა და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორ ალმანახში.“ მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები