FITUR 2020 & FITUR 2021-ზე საქართველო საუკეთესო სტენდების ჯილდოს მფლობელია

ესპანეთში, ტურისტული გამოფენის, FITUR 2020 & FITUR 2021 დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა,სადაც საქართველოს, არგენტინასა და ჩინეთთან ერთად მიენიჭა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის საუკეთესო სტენდების გამარჯვებულის ჯილდო. ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ტურიზმის სწრაფი განვითარების საკითხს. ღონისძიება გაიმართა IFEMA-ს საგამოფენო დარბაზში. გამარჯვებული ქვეყნები შერჩეულ იქნენ FITUR-ის ყველა მონაწილეს შორის შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პროფესიონალიზმი; კომუნიკაცია; რეკლამა და დიზაინი. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციისათვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა საქართველოს ელჩს ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები