ქართველი ავტორები და ილუსტრატორები ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური ჯილდოს ნომინანტებს შორის არიან

21 ოქტომბერს  ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური ჯილდოს, ალმა 2022-ის ნომინანტები დასახელდა, მათ შორის რამდენიმე ქართველი ავტორი და ილუსტრატორია: მარიამ წიკლაური – ავტორი; თეა თოფურია – ავტორი; ირმა მალაციძე – ავტორი, ილუსტრატორი; ზაზა აბზიანიძე -ავტორი, ილუსტრატორი; ვარლამ ჯმუხაძე – ილუსტრატორი; ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სკოლა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანდიდატებს ჯილდოზე ტრადიციულად ეროვნული ბიბლიოთეკა და  და მწერალთა სახლი წარადგენს.

ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური ჯილდო არის საერთაშორისო საბავშვო ლიტერატურული ჯილდო, რომელიც შვედეთის მთავრობამ დააწესა 2002 წელს შვედი საბავშვო ავტორის ასტრიდ ლინდგრენის პატივსაცემად. ეს არის ყველაზე დიდი საერთაშორისო პრე­მია სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში. 2022 წლის გამარჯვებული მარტის ბოლოს ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე დასახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები