გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში  – ჰუბერტ ქნირშმა ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრი გახსნა. ცენტრში ახალგაზრდებსა და ზრდასრულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, კერვა და ენების შესწავლა. ამისათვის ბოლნისში განახლდა დაზიანებული შენობა და შეიკრიბა მასწავლებელთა აქტიური გუნდი.

 “გერმანიაში ზრდასრულთა განათლებას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. უკვე საქართველოშიც ფუნქციონირებს DVV International-ის ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრი, რომლებსაც გერმანია აფინანსებს“ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები