თსუ- ში სამეცნიერო კონფერენცია “ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ჩატარდა

ასზე მეტი მეცნიერი საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან და უნივერსიტეტიდან დაესწრო მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები”, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმუშავა როგორც ენათმეცნიერების, ლიტერატურის, ფოლკლორის, ისტორიის, კულტურის კვლევების და სხვა სამეცნიერო სექციებმა, ასევე მუშაობდა მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

„თსუ-სთვის დიდი პატივია ამ საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა. ტრადიციულად, თსუ იყო ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა აფხაზური და ოსური ენების შესწავლას და მათზე ზრუნვას. ერთ-ერთი პირველი ბრძანება, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა, როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა, ეხებოდა აფხაზური და ოსური ენების გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო კონფერენცია უკვე ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.“განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძე

კონფერენციაზე, რომელიც შერეული ფორმატით მიმდინარეობდა მოხსენებები წაიკითხეს მეცნიერებმა ჩრდილოეთ კავკასიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ. კორონა ვირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით კონფერენცია იმართება შერეულ ფორმატში და მისი მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

„ქართულ-ოსური ურთიერთობები ჰარმონიულად და ტრადიციულად ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ამ მეგობარი ხალხების გათიშვის ფონზე განათლებისა და კულტურის გზა, ყველაზე უფრო პერსპექტიული ინიციატივა აღმოჩნდა და არ არის გასაკვირი, რომ კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტების წარმმომადგენლებთან ერთად მონაწილეები ჩამოვიდნენ სამხრეთ კავკასიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. კონფერენციაზე დასასწრებლად, ბევრმა ისეთი ბარიერი გადალახა, რომ შეიძლება სათავგადასავლო მემუარებიც კი დაიწეროს,“-აღნიშნა თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები