მადრიდში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი. ადგილზე უკვე გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა.

სადისკუსიო პანელზე, რომლის ერთ-ერთი მონაწილე „თბილისი-წიგნის მსოფლიოს დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი იყო, განიხილეს, როგორც პროექტის მიმდინარე საკითხები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც. კერძოდ, დაანონსდა იუნესკოს ახალი ინიციატივა, წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შექმნა, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდების მოპოვების მსურველ ქალაქებს, საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს.

ასევე, მომდევნო წლის თებერვალში, თბილისისა და გვადალახარას წიგნის მსოფლიო დედაქალაქები, მწერლების გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას განხორციელებენ.

მადრიდის წიგნის ფესტივალი 2021-ის სტუმარი ქალაქი გვადალახარა იყო, რომელიც როგორც უკვე ცნობილია, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს, თბილისისგან, 2022 წლის აპრილში გადაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები