ქართულმა კომპანიამ Paramount Pictures-თან და A24- თან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კინო ინდუსტრიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. USAID/Georgia – ს მხარდაჭერით კომპანია “POSTRED-მა” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც კომპანია გარკვეულ მომსახურეობას გაუწევს ჰოლივუდის ორ სტუდიას –  Paramount Pictures- ს და A24- ს.

POSTRED-მა ჰოლივუდის ორი ახალი ფილმის აუდიო გახმოვანება უზრუნველყო. ეს ფილმებია კივილი 5” და “C’mon,C’mon”,  რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

„ამ ფილმების პრემიერაზე გახსოვდეთ, რომ საქართველოს შემოქმედებითმა ჯგუფმა მათ შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

USAID-ი POSTRED-ს მოლაპარაკებებსა და შეთანხმების  მიღწევაში დაეხმარა და ამასთანავე  ხელს უწყობს ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის- Trusted Partner  Network სერტიფიკატის მიღებაში. სერტიფიცირების შემდეგ, POSTRED-ს საშუალება ექნება იმუშაოს დიდ სტუდიებთან და პროფესიონალებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას საქართველოში.“ – ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები