დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” EUROPEAN DISCOVERY 2021 – Prix FIPRESCI-ის ნომინანტია

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ევროპულმა კინოაკადემიამ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ნომინაცია EUROPEAN DISCOVERY 2021 – Prix FIPRESCI-ის ნომინანტები. რომლის ერთ – ერთი ნომინანტი ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილია ფილმით “დასაწყისი”.

ამ ნომინაციაში ჯილდოვდებიან რეჟისორები მათი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვის. აღსანიშნავია, რომ ნომინანტების განსაზღვრაში ევროპული კინოაკადემიის ბორდის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქართველმა პროდიუსერმა ვლადიმერ კაჭარავამ.

„ნომინანტი ფილმები უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება ევროპული კინოაკადემიის VOD პლატფორმაზე, სადაც მათ კინოაკადემიის 4000-ზე მეტი წევრი იხილავს. გამარჯვებული გამოვლინდება ევროპული კინოდაჯილდოვების 34-ე ცერემონიაზე, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება.

ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები