ბრუკლინში თვისტომის სამედიცინო ჯგუფის უფასო მამოგრაფიის პროგრამა გრძელდება

თვისტომის სამედიცინო ჯგუფი, კვირას, 24 ოქტომბერს, ბრუკლინში სამედიცინო გამოკვლევებს – სკრინინგს ჩაატარებს მათთვის, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს, მაგრამ სჭირდება სრული გამოკვლევა-დათვალიერება.

ვისაც ხერხემლის პრობლემები გაწუხებთ : პროგრამას ესწრება საქართველოში ცნობილი ხერხემლის სპეციალისტი , ვერტებროლოგი – დავით ბანძელაძე.

ასევე, თვისტომის სერვისებს დაემატა: “ემარაი”,  კომპუტერული ტომიგრაფია, რენტგენი, “დექსა სკენი” ძვლების შემოწმება და სხვა.

„სკრინინგი“ მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს, პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერულ დათვალიერებას, დოპლეროგრაფიას.

ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები.

გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით, სურვილისამებრ, ჩაგიტარდებათ კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ თერაპევტთან და დაგენიშნებათ მკურნალობა.

კონსულტაცია ჩაგიტარდებათ სახლიდან გაუსვლელად, ტელემედიცინით.

მისამართი: ბრუკლინი 3057 Brighton 7th street,Brooklyn NY 11235vvv ☎️ 888 232 8855 ან 917 789 8855

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები