ბულგარელმა ჟურნალისტმა და მოგზაურმა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ბულგარელმა ჟურნალისტმა და მოგზაურმა მაგდალენა გიგოვამ სტატია გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ, სადაც ჟურნალისტი მკითხველს უამბობს სოფელ უდეში მდებარე 15 საუკუნის წინ აშენებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესახებ, რომლის უკანაც დიდი ისტორია იმალება.

„სტატიაში  მკითხველი გაეცნობა ლეგენდას ბაგრატიონთა ოჯახის დედოფალ წმინდა ქეთევანზე, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავი მონასტრების, ტაძრებისა და საავადმყოფოების მშენებლობას დაუთმო.

აგრეთვე წაიკითხავს ისტორიას წმინდა ნინოს შესახებ, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა საქართველოში.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები