აკა მორჩილაძე შეხვედრებს შვეიცარიასა და გერმანიაში გამართავს

აკა მორჩილაძე ლიტერატურულ ტურის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს შვეიცარიასა და გერმანიაში.

ტური 5 ოქტომბერს დაიწყო ციურიხის ლიტერატურის სახლში, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალის „ხიდი: ციურიხი – თბილისი“ ღონისძიებით და გაგრძელდება მკითხველთან შეხვედრებით მიუნხენის ლიტერატურის სახლში (15 ოქტომბერი) და ნიურნბერგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (20 ოქტომბერი).

ამასთან ერთად, 21 ოქტომბერს, Roomers Frankfurt-ში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალის Bookfest City-ს ფარგლებში აკა მორჩილაძე, თავისი წიგნის „ძველი გულებისა და ხმლისა“ ახალ თარგმანს წარუდგენს გერმანელ მკითხველს. ღონისძიების მოდერატორი ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ქართული ლიტერატურის დიდი ქომაგი, გავლენიანი გერმანული გამოცემის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კულტურის განყოფილების რედაქტორი, ტილმან შპრეკელსენი იქნება. ხოლო 22 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 2021 წლის საპატიო სტუმარი ქვეყნის, კანადის პავილიონში აკა მორჩილაძისა და კანადელი ავტორის, პოლ სისკვესისის შეხვედრა გაიმართება თემაზე „ენებისა და კულტურის დაცვა და შენარჩუნება – როგორები ვიყავით“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები