ინფორმაცია ავსტრიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან, ავსტრიის რესპუბლიკის ყველა ფედერალურ მიწაზე ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები:

დაწესებულებებში, სადაც საჭიროა 3G წესის დაცვა ანტიგენის ტესტით შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი.  ასეთ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული პისიარ ტესტი (ბოლო 48 საათში), არიან აცრილები, ან გადატანილი აქვთ კოვიდი;

ღამის გასტრონომიით (იგულისხმება ბარები და კლუბები) სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუს-გადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;

ღინისძიებებზე, რომლებსაც ესწრება 500 ან მეტი ადამიანი, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუს-გადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;

“6დან 12 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის, პისიარ ტესტის (ე.წ. “Corona Testpass”-ის) კვირაში ერთხელ გაკეთება საკმარისია სკოლაში შესასვლელად; სკოლის გარეთ აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის რეგულაცია უცვლელი რჩება (პისიარ ტესტი მოქმედებს 48 საათი).“ – ნათქვამია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები