რომში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით . რომში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დები ქოთილაიძეების მიერ ნარუქისგან შესრულებული ნამუშევრები.

„ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო ინსტიტუციების, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იტალიაში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ გახსნა.

გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ქართული ანბანის ისტორიას, მისი განვითარების ეტაპებს უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნებამდე; ასევე, ქართული თექის დამუშავებისა და თექის ნაკეთობების დამზადების ტრადიციებს.“ – ნათქვამია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები