საფინა-ბერულავას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში პეკინი 2022-ის ლიცენზია მოიპოვა

საფინა-ბერულავას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში პეკინი-2022-ის ლიცენზია მოიპოვა, ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ფიგურულ ციგურაობაში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურები ობერსდორფში, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე – Nebelhorn Trophy თამაშდება.

საქართველო წყვილებში და სპორტულ ცეკვებშია წარმოდგენილი. წყვილებში ოლიმპიური საგზურის მისაღებად საჭირო იყო საუკეთესო სამეულში მოხვედრა, რაც კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა შეძლო. წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები ბელარუს, ჩინელ და ესპანელ წყვილებთან ერთად ობერსდორფის ტურნირის ფავორიტებს შორის იყვნენ, რაც მოკლე პროგრამაშივე გამოჩნდა.საფინა-ბერულავას წყვილი სავალდებულო, იგივე მოკლე პროგრამაში 66.46 ქულით საუკეთესო იყო, თავისუფალ პროგრამაში 111.70 ქულით – მესამე. ორივე პროგრამის ჯამში ჩვენმა მოციგურავეებმა178.16 ქულა დაიმსახურეს და მესამე ადგილით ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები