„FOCUS ON GEORGIA „- ღონისძიება სან-სებასტიანის ფესტივალზე

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, 19-23 სექტემბერს ფესტივალზე გაიმართა ღონისძიება FOCUS ON GEORGIA, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგა.

ფესტივალზე გაემგზავრა 10 ქართველი პროდიუსერი საინტერესო საქმიანი შეხვედრებისა და უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიური FIAPF კატეგორიის კინოფესტივალია, რომელიც  ესპანეთის ქალაქ დონოსტია – სან სებასტიანში ტარდება, ფესტივალი პირველად 1953 წელს ჩატარდა. წელს სან სებასტიანის ფესტივალი 17-25 სექტემბერს მიმდინარეობს და ჟიურის თავმჯდომარე ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები