კატარის სტიპენდიების პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის

კატარში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს საელჩოსა და კატარის განვითარების ფონდის თანამშრომლობის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ კატარის სტიპენდიების პროგრამით

კატარის განვითარების ფონდის (Qatar Fund for Development) ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა კატარის სტიპენდიების პროგრამაა (Qatar Scholarships Program), რომლის ფარგლებში ფონდი, კატარის სახელმწიფოში არსებულ წამყვან ოთხ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.

კატარის სტიპენდიების პროგრამაზე განაცხადის მიღება შემდეგი ეტაპების დაცვით ხორციელდება:

ჩამოთვლილი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებზე სწავლის მსურველმა განაცხადი უნდა წარადგინოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით:

„იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი მიიღებს უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს, მან უნდა მიმართოს მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (Admission or Registration Department) კატარის სტიპენდიების პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო გრანტის მოპოვების სურვილით;

დაფინანსების პირობების დაზუსტების შემდეგ, უნივერსიტეტი მიღებულ განაცხადებს წარუდგენს კატარის განვითარების ფონდს, რომელიც აპლიკაციების შესწავლის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამა თუ იმ განაცხადის დაფინანსების თაობაზე.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები