ამსტერდამის ბიბლიოთეკაში ევროპული ენების დღე აღინიშნა

22 სექტემბერს, საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა „EUNIC Netherlands (EU National Institutes for Culture)“-ის მიერ ორგანიზებულ ევროპული ენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, რომელიც ამსტერდამის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ღონისძიებაზე, ქართულ ენასთან ერთად, წარმოდგენილ იქნა მალტური, იტალიური, ფრანგული, უნგრული, პოლონური, ესტონური, თურქული, ესპანური, ჩეხური, სლოვენიური, გერმანული, ავსტრიული, ირლანდიური და ლიტვური ენები. ღონისძიების ფარგლებში, საელჩოს მრჩეველმა მაია დევაძემ გაავრცელა ინფორმაცია ქართული ენის, ანბანის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ქართული ენის კუთხემ ღონისძიების სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები