საქართველო, როგორც გადასაღები ქვეყანა – პრეზენტაცია სან სებასტიანის კინოფესტივალზე

საქართველო, როგორც გადასაღები ქვეყანა – კინოკომისიონერმა დავით ვაშაძემ სან-სებასტიანში 69-ე  საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზენტაცია გამართა.ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.

დავით ვაშაძემ კინოფესტივალის აუდიტორიას ის 10 ქართველი პროდიუსერი წარუდგინა,რომლებიც ინდუსტრიული დღეების ფარგლებში  უცხოელ კოლეგებს პროექტებს გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიური FIAPF კატეგორიის კინოფესტივალია, რომელიც  ესპანეთის ქალაქ დონოსტია – სან სებასტიანში ტარდება, ფესტივალი პირველად 1953 წელს ჩატარდა.  წელს სან სებასტიანის ფესტივალი 17-25 სექტემბერს გაიმართება და ჟიურის თავმჯდომარე ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები