თბილისში ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება

25 – 30 სექტემბერს, ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით, თბილისში რიგით მე-4 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება. წელს „თაობა“ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდება. ფესტივალში  მონაწილე 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის 4 სრულმეტრაჟიანი და 19 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმის ჩვენება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

ფესტივალი კინოხელოვნებით დაინტერესებულ 19-21 წლის სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ ქართველი კინოპროფესიონალების მასტერკლასებს პროექტის ,,თაობის აკადემია“ ფარგლებში. “თაობის აკადემია 2021-ის” მთავარი თემაა კინოდრამატურგია. 3 დღის (27-29 სექტემბერი) განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კინოდრამატურგიის ძირითად პრინციპებს, თეორიულ საკითხებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.

ფესტივალი გაიხსნება 25 სექტემბერს, 17:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში, გერმანული საბავშვო ფილმის Jim Button and the Wild 13 არასაკონკურსო ჩვენებით (ქართული პრემიერა), რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები