ქართველი მკვლევარის სტატია შვეიცარიულ ჟურნალში დაიბეჭდა

ბერნის ერთ – ერთი ცნობილი ჟურნალი „მთის კვლევა და განვითარება“ ახალგაზრდა ქართველი მკვლევარის გვანცა სალუქვაძის სტატიას აქვეყნებს. “მთის  ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მსხვილი სექტორია. მაგრამ, რამდენად უსაფრთხოა ტურიზმზე ასეთი მზარდი დამოკიდებულება“?

ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორთან, ნორმან ბაკჰაუსთან თანაავტორობით  გვანცა წერს სტატიას, რომელიც ააშკარავებს ტურიზმზე დამოკიდებულების საფრთხეს, მასთან გამკლავების შემდგომი განხილვის საჭიროებით. “ბოლო 10-15 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, რომლებიც მოკლებულია შემოსავლის დივერსიფიცირებულ წყაროებს, ამ პროცესმა მკვეთრი ცვლილებები მოახდინა შინამეურნეობების ახალი ეკონომიკური პროფილის ფორმირებაში“

2020 წელს გვანცა სალუქვაძე ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის სტიპენდიანტი გახდა. 2021 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის – სივრცე, გარემო და საზოგადოების (SNS) მიმართულების  აფილირებული მკვლევარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები