“Homeland of Wine” ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავას ინტერვიუ ჟურნალში “Homeland of Wine” დაიბეჭდა, სოფიო ქაცარავა  ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ საუბრობს. ჟურნალი ორენოვანი გამოცემაა ქართული ღვინის შესახებ, რომელიც  ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში ვრცელდება.

სოფიო ქაცარავამ თავის ინტერვიუში ისაუბრა ბრიტანეთში ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საელჩოს მხრიდან ხელშეწყობის შესახებ.

„ქართული ღვინო ერთ ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია ბრიტანულ ბაზარზე, სადაც  მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით დამკვიდრება საკმაოდ რთულია, მიუხედავად  ამისა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა” აღნიშნავს ინტერვიუში სოფიო ქაცარავა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები