“ლურჯი სუფრა” კონფერენცია და ვორქშოპი სამხატვრო აკადემიაში

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში UNESCO-ს 2020-2021 წლების მონაწილეობის პროგრამის გამარჯვებული პროექტის “ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის“ ფარგლებში  კონფერენცია და ვორქშოფი ჩატარდა, ვორქშოფს სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, სახელოსნო „ლურჯი სუფრის“ ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ კლდიაშვილი უძღვებოდა, ხოლო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის და სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს” წარმომადგენლებმა. ინფორმაციას სამხატვრო აკადემია ავრცელებს. 

სამხატვრო აკადემიის კვლევითი ლაბორატორიის პროექტის -“ლურჯი სუფრა” მიზანია, ისტორიული ქართული ტექსტილის ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება, უნიკალური ტრადიციის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტექსტილის რესტავრაციის დარგის განვითარება. ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობაა შიდა ქართლის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, პანკისის რეგიონებში მცხოვრებ ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის, თსსა პროფესორებისა და სტუდენტთა ჩართულობით.

ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, კონფერენცია ჩატარდა შერეულად, როგორც უშუალო დამსწრეთა და მონაწილეთა ჩართულობით, ისე დისტანციურად – ZOOM პლატფორმაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები