მოგზაური ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  პოპულარულ   ამერიკულ გამოცემას „The Daily Beast”-ს უმასპინძლა.  გამოცემა „The Daily Beast”- ს ყოველთვიურად 27 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემაა აშშ-ში.

საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ მოგზაური ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი სტატიებს მოამზადებს, როგორც „The Daily Beast”-ის, ასევე კულინარიული სამოგზაურო გამოცემა Saveur-ისთვის.

პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილი ჟურნალისტი თბილისს, მცხეთას, შიდა ქართლში წედისს, გარიყულას, კახეთში  დედოფლისწყაროს, თელავს, გურჯაანს, ვაზისუბანს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს ეწვია და ღვინის მარნებში ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ღვინო დააგემოვნა.

საქართველოს შესახებ ბენჯამინ კემპერი სტატიებს როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი მომხმარებელი გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები