„Sommelier” ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის “Meininger”-ის ჟურნალში „Sommelier” ქართული ღვინის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, მედია ჰოლდინგმა „Meininger“ საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ჩაატარა. კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა. კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში მაისში გაიმართა – მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაციაა.

შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა „Meininger“-ის ჟურნალის „Weinwirtschaft“-ის ივნისის ნომერში.ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები