„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში „100 წიგნი საჩუქრად“ ჩატარდება

21 სექტემბერს, 12 საათიდან, აკაკი წერეთლის სახელობის განახლებულ ბიბლიოთეკაში (ჭავჭავაძის N24) მკითხველს საჩუქრები ელოდება.  აქ მათ  გერმანულიდან თარგმნილი 100 წიგნი დახვდებათ და თუ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული წიგნიდან ნაწყვეტს სახალხოდ წაიკითხავთ, წიგნს საჩუქრად მიიღებთ. ღონისძიების მოდერატორი დავით გაბუნია იქნება.

„100 წიგნი საჩუქრად“ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები