„გაიცანით ქართველები“ – ღონისძიება ნიდერლანდებში

17 სექტემბერს, ნიდერლანდური ორგანიზაცია LINKS Europe-ისა და ნიდერლანდებში  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ევროკავშირის სამომავლო გაფართოების საკითხს, მეორე ნაწილი კი მიეძღვნა ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„გაიცანით ქართველები“ – ასე ერქვა მიღებას, სადაც  ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების ფონზე, ქართული ანბანისა და დამწერლობის გამოფენა გაიმართა. ასევე, ნაჩვენები იქნა სპეციალური ვიდეორგოლი -“ანბანით მოთხრობილი საქართველო”. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაკაშიძემ ისაუბრა ქართული კულტურის, ქართული დამწერლობის, ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ როგორც ქართული დამწერლობა, ასევე – ღვინის ქვევრში დამზადების ქართული მეთოდი UNESCO-ს მიერ აღიარებულია კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ ძეგლებად.

ღონისძიებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნიდერლანდებში აკრედიტებული საელჩოების, ჰააგის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი ანალიტიკური ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები