„დიდი ტრანსფორმაცია“ – ქართული თარგმანის ონლაინ პრეზენტაცია

საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Platforma.ge-ს ინიციატივით, 16 სექტემბერს კარლ პოლანის წიგნის ,,დიდი ტრანსფორმაცია” ქართული თარგმანის ონლაინ პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე ასევე გაიმართა წიგნის საერთაშორისო მიმოხილვა, სადაც მონაწილეობა მიიღეს : Graduate Institute Geneva-ს პროფესორმა ჟან-მიშელ სერვესმა, ია ერაძემ – კასელის უნივერსიტეტის დოქტორი,მარინა მუსხელიშვილმა, პროფესორი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნინო ხელაიამ – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მთარგმნელთა კოლექტივის წევრი და ქართული გამოცემის რედაქტორი,თემო ბეჟანიძემ – Platforma.ge, ფელიქს ჰეტმა – დირექტორი – ფრიდრიხ ებერტის ფონდი, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა

წიგნის ანოტაცია: „დიდი ტრანსფორმაცია“ უნგრული წარმოშობის ამერიკელი პოლიტეკონომისტის, კარლ პოლანის წიგნია, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა და ერი-სახელმწიფო ცალკეულ ელემენტებად კი არა, ადამიანის ერთიან ქმნილებად უნდა განვიხილოთ, რომელსაც ის „საბაზრო საზოგადოებას“ უწოდებს. შედარებით ფართო თეორიულ დონეზე წარმართული მსჯელობით ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბაზრების გაგება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური თეორიის პრიზმიდან შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, „დიდი ტრანსოფრმაცია“ პოლიტეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ფუნდამენტურ ნაშრომს წარმოადგენს“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები