„ალჟირი“- გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით “ალჟირი” ბელარუსში გაემგზავრა.

რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის წარმატებული სპექტაკლი “ალჟირი” დასმა 16 სექტემბერს, ბრესტში, XXV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “ბელაია ვეჟა” წარმოადგინა.

სპექტაკლი “ალჟირი” დოკუმენტური დრამაა, საბჭოთა ეპოქის ერთ ერთი ყველაზე საშინელი ადგილის – “სამშობლოს მოღალატეთა“ ცოლების, აკმოლინსკის ბანაკის ქრონიკა, სპექტაკლი მოგვითხრობს „ალჟირის“ პატიმარ ქალებზე საქართველოდან, მათ ცხოვრებასა და ბედზე, ტანჯვაზე, ოცნებებზე, იმედებსა და მათ მსხვრევაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები