საკონსულო მიღება სიეტლში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონის შტატში, 18 ოქტომბერს ქ. სიეტლში საკონსულო საკითხებზე მოქალაქეთა მიღება იგეგმება.

„საკონსულო მიღების დროს შესაძლებლობა გექნებათ:

  • შემოიტანოთ განაცხადი საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მიზნით (რომელსაც მიიღებთ 45 დღეში ფოსტის მეშვეობით);
  • მიიღოთ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
  • მიიღოთ კონსულტაცია საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით;
  • გააფორმოთ მინდობილობა ან სხვა სანოტარო აქტი;
  • ისარგებლოთ სხვა საკონსულო მომსახურებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. სიეტლში მომსახურების მიღების მსურველებს, გთხოვთ შეავსოთ წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა, მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: consulatesf@mfa.gov.ge ან ტელეფონზე: 415 528 37 06.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები