ნიდერლანდებში გოჩა ლაღიძის პერსონალური გამოფენის “The Iron Secret Keeper” გაიხსნა

2021 წლის 10 სექტემბერს, ნიდერლანდების ქალაქ ბერხენ ოპ ზოომის მუზეუმში “მარკიეზენჰოფი” ოფიციალურად გაიხსნა მხატვარ-რესტავრატორის, ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის გოჩა ლაღიძის პერსონალური გამოფენის “The Iron Secret Keeper”.

„გამოფენაზე გამოიფინა ბატონი გოჩას მიერ რესტავრირებული და შექმნილი ქართული და ევროპული საბრძოლო იარაღები, აბჯრები და სხვა.

აღანიშნავია, რომ გოჩა ლაღიძეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს “საქართველოს ხალხური ოსტატის”, ხოლო ჰოლანდიაში ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის მიერ –  ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის (მასტერის) წოდება.“ – ნათქვამია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა მნახველთათვის ღია იქნება 2021 წლის 14 სექტემბრიდან 2022 წლის 6 მარტამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები