11 სექტემბერი მსოფლიო ფარიკაობის დღეა

11 სექტემბერს მსოფლიო ფარიკაობის დიდი ოჯახი ფარიკაობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი დევიზი  „ჩვენ ფარიკაობა ვართ“ გამოხატავს რამდენად მნიშვნელოვანი და გლობალურია  სპორტის ეს  სახეობა ბარიერებისა და საზღვრების გარეშე.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია უერთდება  მსოფლიო ფარიკაობის დიდ ოჯახს და ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ამ დღით იწყება ახალი ოლიმპიური ციკლი, ახალი ეპოქა. ფარიკაობაში მხოლოდ ჩემპიონები და პრიზიორები არ არიან. ფარიკაობა მოიცავს ყველას სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, არჩეულ თუ დანიშნულ ჩინოვნიკს, სამედიცინო პერსონალს, ადმინისტრატორს, მშობელს, გულშემატკივარს, მოხალისეს … თითოეულის როლი განსხვავებული, მაგრამ მნიშვნელოვანია“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები