დიდი ბრიტანეთის ელჩი „ჩივნინგის“ სტიპენდიატებს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში – მარკ კლეიტონი ჩივნინგის პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატებს შეხვდა და წარმატება უსურვა – ინფორმაცის ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „ჩივნინგის“ სტიპენდია 1983 წელს დაარსდა. ეს ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ სტიპენდიები ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შესასწავლად, აღნიშნული პროგრამა საქართველოში წლებია მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში წარმატებული სტუდენტები სწავლას წელს კარდიფის, ედინბურგის, გლაზგოს, ბრისტოლისა და სხვა უნივერსიტეტებში განაგრძობენ.

“სიამოვნებით შევხვდი ჩივნინგის სტიპენდიატებს საქართველოდან, რომლებიც 2021-22 სასწავლო წელს გაერთიანებულ სამეფოში განაგრძობენ.  ვამაყობ, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ლიდერი და პროფესიონალი უერთდება ჩივნინგის ქსელს საქართველოდან, წარმატებებს გისურვებთ სწავლაში“ – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები