3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ბუქარესტიდან

აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე ჩემპიონები გახდნენ.

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა – გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები