მარი ხარიტონაშვილი Global Teacher Award- ის გამარჯვებულია

მარი ხარიტონაშვილი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს პრემიის ლაურეატი გახდა.

კონკურსი Global Teacher Award (GTA) ინდოეთში ტარდება, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათეული მასწავლებელი ხდება. კონკურსში მონაწილეობისთვის ხარიტონაშვილმა საქართველოსთვის აქტუალური მიგრაციის თემა აირჩია.

მარი ხარიტონაშვილი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. იგი 24 წელია სკოლაში ასწავლის. ხუთი წლის წინ გახდა კონკურსის – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული, სამი წლის წინ კი საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტში – „პესტალოცი“ გაიმარჯვა. წელს ის „მასწავლებლის ერონულ ჯილდოს“ პირველ ათეულში მოხვდა და საბოლოოდ  Global Teacher Award- ი დაიმსახურა.

„2021წლის 15 ივნისს გავხდი საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი. 2021 წლის 7 სექტემბერს გავხდი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს გამარჯვებული საქართველოდან. ვამაყობ რომ გავხდი მსოფლიოს აღიარებული  და დაფასებული მასწავლებელი.“ – წერს მარი ხარიტონაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.

მარი ხარიტონაშვილი მესამე ქართველი მასწავლებელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები