გიორგი ერისთავის თეატრი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება

„გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ერისთავის თეატრი მიწვეულია უკრაინაში ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე” – განცხადებას  გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი ავრცელებს. „Homo Ludens” ამ სახელწოდების ფესტივალზე მიიღო მოწვევა თეატრმა, სპექტაკლით „ვაჟიშვილი“ დასი უკრაინაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრება.

ფრანგი მწერლის – ფლორიან ზელერის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი “ვაჟიშვილი” გიორგი ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა 2021 წელს დადგა, პრემიერა დასმა 2 აპრილს თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები