„European languages Cocktail Bar“-ზე ქართული ენა კვლავ იქნება წარმოდგენილი

ბუდაპეშტში დაგეგმილ ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – „European languages Cocktail Bar“ ქართული ენა კვლავ იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას უნგრეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ წელს ქართული ენა კვლავ იქნება წარმოდგენილი ბუდაპეშტში დაგეგმილ ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – European languages Cocktail Bar.

გელით 24 სექტემბერს, 14:00 დან 18:00 საათამდე  იტალიური კულტურის ინსტიტუტში! ერთად ვიზეიმოთ ენების ევროპული დღე!“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები