ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას უმაპინძლებს

2021 წლის 22-24 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“ ჩატარდება.

საერთაშორისო კონფერენცია ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს  და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება. კონფერენციის სამუშაო ენები იქნება: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული და ქართული. ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები